თავში

მიხეილ ჩხენკელი გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს შეხვდა

მიხეილ ჩხენკელი გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს შეხვდა
მიხეილ ჩხენკელი გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს, ქემლინ ფურლის უმასპინძლა და არსებული და სამომავლო გეგმები განიხილა.

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ლტოლვილთათვის არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის - ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.

თავის მხრივ, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა მინისტრს სამაგალითო თანამშრომლობისთვის. მიხეილ ჩხენკელმა და ქემლინ ფურლიმ შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული ინიციატივები, რომლებიც საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების განათლების შესაძლებლობებს გააუმჯობესებს და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოში ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა აღუთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system