თავში

კომპანია უარყოფს, რომ თანაშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კომპანია უარყოფს, რომ თანაშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა
კომპანია უარყოფს, რომ თანაშრომელი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კომპანიის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც report.ge-ს კომპანიაში განუმარტეს, გორის სერვისცენტრის თანამშრომელი, 67 წლის მამაკაცი სამსახურში გარდაიცვალა, თუმცა იმ მომენტში ის რაიმე ტიპის სამუშაოში არ ასრულებდა.

"დენს არ დაურტყამს. სამსახურში ნამდვილად იყო, თუმცა იმ მომენტში სამუშაოს არ ასრულებდა. სკამზე იჯდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულით. თუმცა ამას ექსპერტიზა და გამოძიება უფრო ზუსტად იტყვის" - აღნიშნა კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.   

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system