თავში

კომპანია "ზეგ-ი" ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეო ფაილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ზეგ-ი" ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეო ფაილების შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომპანია ზეგ-ი ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეო ფაილების შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ზეგ-ი“ თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდოების ტელევიზიით გასაჯაროებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს. 

კომპანიაში აღნიშნული ფაქტს არაეთიკურად მიიჩნევენ. 

„კომპანია "ზეგ- ის“ თითოეული თანამშრომელი არაერთხელ იქნა გამოკითხული გამოძიების მიერ, მათ შორის გარდაცვლილთან მათი პირადი ურთიერთობების თაობაზე. გამოძიებას ასევე მიეწოდა თითოეული თანამშრომლის სრული მიმოწერა თამარ ბაჩალიაშვილთან მისი სამსახურში მიღების დღიდან გაუჩინარებამდე. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2020 წლის 18 მარტიდან ოფისი გადავიდა დინსტანციური მუშაობის რეჟიმზე და თამუნა მას შემდეგ არც ერთ თანამშრომელს აღარ უნახავს ფიზიკურად. ვთვლით, რომ კოლექტივის გადაწყვეტილება, გარდაცვლილის პირადი ცხოვრების შესახებ მედიასთან განცხადებებისგან თავის შეკავებაზე, იყო ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. სამწუხაროდ, ეს არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გამოყენებული ამ საქმეში სხვადასხვა მიზნით ჩართული მხარეების მიერ. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თამარის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ის ნაწილები, რომლებშიც იგი საუბრობს სამსახურში არსებულ სიტუაციაზე, არ შეესაბამება რეალობას. "არაჯანსაღი ურთიერთობები" - რაზეც ზოგიერთი მედია კომპანია აპელირებს, არის მცდარი, საფუძველს სრულიად მოკლებული ბრალდება კომპანიის მიმართ. ეს და მსგავსი ბრალდებები არ ემსახურება თამარის გარდაცვალების გამოძიების საქმეს.

კოლეგები თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდნენ, როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ, ხალისიან, მონდომებულ ადამიანს. მისი ნეგატიური დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ, რაც გამოქვეყნებულ მასალებშია ასახული, თითოეული ჩვენგანისთვის სრული მოულოდნელობა და უდიდესი დარტყმა იყო, ამან დაგვანახა თამუნას ემოციური მდგომარეობა, რომელიც სამსახურში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში მას არც ერთხელ არ გამოუვლენია. აღნიშნული მეტად სამწუხაროა, რადგან მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, ჩვენ, თამუნას თანამშრომლები, აუცილებლად შევეცდებოდით მის დახმარებას და გვერდში დგომას.

თამუნას სახელის პატივისცემით, შპს "ზეგ"-ი შეძლებისდაგვარად თავს იკავებდა ზედმეტად ჩართულიყო მიმდინარე მოვლენებში. დღესდღეობით კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს, ამოღებულია სამსახურის თუ პირადი ტექნიკა და დოკუმენტაცია, ამასთან ერთად გავლილი გვაქვს ფინანსური შემოწმება,“ საქართველოს ბანკმა“ მიზეზგარეშე დაგვიხურა ანგარიში, ვერ ვახერხებთ სხვა ბანკში ანგარიშის გახსნას. უკვე ორი თვეა ვერ ვუხდით თანამშრომლებს ხელფასებს და გაგვიუქმდა ჩვენს მიერ მოპოვებული კონტრაქტი ამერიკელ პარტნიორებთან. ფაქტიურად 47 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კომპანიის მიმართ ყოვლად ამორალური "ბრალდება" ბულინგთან დაკავშირებით, რაც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხმა აღარ ამოვიღოთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე კომპანია "ზეგ"-ის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ბოლო თვეების განმავლობაში წამოწყებული ბულინგის შესაჩერებლად გაცნობებთ, რომ პროკურატურას ამოღებული აქვს "ზეგ"-ის თანამშრომლებსა და თამუნას შორის არსებული მრავალი მიმოწერა, სადაც ცხადად ჩანს ის ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც ქონდა ადგილი თამუნასა და მის თანამშრომლებს შორის. გამოძიებას მივმართავთ თხოვნით საჯარო გახადოს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერები თანამშრომლებთან, რაც სრულად დაადასტურებს ზემოაღნიშნულს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system