თავში

კომპენსაციების მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო

კომპენსაციების მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო
კომპენსაციების მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო

მთავრობამ პანდემიის შედეგად დაზარალებულ პირთა რეგისტრაცია დაიყო. ეს ის პირები არიან, რომლებიც მთავრობისგან კომპენსაციებს მიიღებენ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა, რეგისტრაცია უნდა გაიარონ მხოლოდ იმ პირებმა, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ. რაც შეეხებათ იმ პირებს ვინც სამსახური დაკარგეს, მათ რეგისტრაცია არ სჭირდებათ.

"დაქირავებით დასაქმებულებს რომლებიც უმუშევრები დარჩნენ ან უხელფასო შვებულებაში იმყოფებიან მათ რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ. მათ ავტომატურად დაერიცხებათ კომპენსაცია,"-განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

რეგისტრაციისთვის, პანდემიის შედეგად დაზარალებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე moh.gov.ge -ზე სპეციალური პორტალი უნდა შეავსონ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, დაზარალებულებს კომპენსაცია 10 სამუშაო დღეში დაერიცხებათ.

რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system