თავში

კომპოზიტორ ავთო შარვაძის ქვრივს, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული, ბინიდან ასახლებენ

კომპოზიტორ ავთო შარვაძის ქვრივს, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული, ბინიდან ასახლებენ
კომპოზიტორ ავთო შარვაძის ქვრივს, რომელიც სიმსივნით არის დაავადებული, ბინიდან ასახლებენ

კომპოზიტორ ავთო შარვაძის ქვრივს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ასახლებენ. ქალი სიმსივნით არის დაავადებული. ის მარტოხელაა და წასასვლელი არ აქვს. შარვაძის ქვრივი გამოსახლების შემთხვევაში თვითმკვლელობით იმუქრება. ამის შესახებ „ფეისბუქში“ ტელეწამყვანი და მოდელი, ანუკი ქორქია წერს. მისი ინფორმაციით ავთო შარვაძის ოჯახს სახლი თაღლითური გზით წაართვეს, თუმცა ამ დრომდე სასამართლო პროცესი არ გამართულა.

„ხვალ ჩემს მეზობელს თ.იმნაძეს, მარტოხელა ქალს, რომელიც არის ონკოლოგიურის პაციენტი (თავის ტვინის სიმსივნით) , რომელსაც უმძიმესი ოპერაციით რამდენიმე წლით გავუხანგრძლივეთ ცხოვრება, აგდებენ სახლიდან!!! რომელიც თაღლითური გზით “აახიეს” !!! სასამართლო ვერასოდეს ვეღარ ჩატარდა და ზემოთ ხსენებული ქალბატონი უსამართლო გამოსახლების შემთხვევაში იმუქრება თვითმკვლელობით, რომლის მცდელობაც ახალგაზრდობაში ჰქონდა!!! არის არაჩვეულებრივი ადამიანი და პიროვნება, მისი ზეემოციური და ხანდახან არაადეკვატური რეაქციების მიღმა!!! ყველასათვის საყვარელი ბრწყინვალე კომპოზიტორის ავთო შარვაძის ქვრივი. მოკლედ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არის მოტყუებული მარტოხელა, რომელსაც წასასვლელიც არ აქვს და რეალური საფრთხეა სუიციდის. ბოლოს და ბოლოს პროცესის ჩატარება რა გახდა!!!“ -წერს ქორქია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system