თავში

ნაძალადევში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა

ნაძალადევში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა
ნაძალადევში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა

მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში მდებარეკორპუსების მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რაიონის გამგეობამ 403 594 ლარი დახარჯა.

ამ ეტაპზე სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტიცოტნე დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-3 კორპუსში ხორციელდება. სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ. კონკრეტულად ამ კორპუსის წყალარინების ქსელი 46 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, 173 ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 69 446 ლარია. პროექტის ფარგლებში, 250 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი იცვლება, ასევე, 15 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ნოემბერში კორპუსის ქსელების რეაბილიტაცია კიდევ ოთხ მისამართზე დაიწყება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system