თავში

კომუნიკაციების კომისიამ ინოვაციური სერვისი შექმნა

​კომუნიკაციების კომისიამ ინოვაციური სერვისი შექმნა
კომუნიკაციების კომისიამ ინოვაციური სერვისი შექმნა

Comcom ანალიტიკა -  კომუნიკაციების კომისიამ მომხმარებლებისთვის და სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის ახალი ინოვაციური სერვისი შექმნა. 

Comcom ანალიტიკით ნებისმიერ მსურველს მარტივი ავტორიზაციით შეუძლია გამოიწეროს და მეილზე მიიღოს სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ აქტუალურ და საინტერესო ინფორმაცია. 

Comcom ანალიტიკის გამოწერის შემთხვევაში მომხარებელი მიიღებს უახლეს ყოველთვიურ და ყოველკვარტალურ ინფორმაციას კომუნიკაციების სფეროს ტენდენციების შესახებ.

აღნიშნული სერვისის მისაღებად, კომუნიკაციების კომისიისანალიტიკურ პორტალსhttps://analytics.comcom.ge/ka/ გამოწერი სკატეგორია დაემატა, comcom ანალიტიკა ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს განვითარების ტენდენციების შესახებ ამომწურავ და უახლეს ინფორმაციას მიაწვდის გამომწერებს.

გამომწერებს აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ანგარიშის გამოწერის პერიოდულობა, ასევე მიუთითონ,თუ რომელი სფეროს შესახებ სურთ ინფორმაციის მიღება, მაუწყებლობის თუ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ. გამომწერს შეუძლია მიუთითოს მომსახურების სახეები, მათ შორის, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურება, მობილური მომსახურება, მაუწყებლობის ტრანზიტი და მაუწყებლობა.

Comcom ანალიტიკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს მაუწყებლობის ტენდენციებს, მათ შორის ერთი მაყურებელი რა დროს უთმობს სხვადასხვა ჟანრის გადაცემების ყურებას, გადახვევის რეჟიმში უფრო ხშირად უყურებენ ტელევიზორს თუ პირდაპირ რეჟიმში. ასევე ელექტრონული კომუნიკაციების ნაწილში comcom ანალიტიკაში თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია - რა რაოდენობის ინტერნეტს მოიხმარს ერთი აბონენტი, როგორია მობილური კომუნიკაციების მოხმარების ტენდენცია, როგორი შემოსავლები აქვთ კომპანიებს, რამდენს ხარჯავს ერთი ადამიანი საშუალოდ სატელეკომუნიკაციო მომსახურეობებში და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system