თავში

კონკურს "ლიტერას" ჟიური ბელა წიფურიამაც დატოვა

კონკურს "ლიტერას" ჟიური ბელა წიფურიამაც დატოვა
კონკურს ლიტერას ჟიური ბელა წიფურიამაც დატოვა

ლიტერატურული კონკურსის შემადგენლობა მეოთხე წევრმა, ბელა წიფურიამაც დატოვა.

ამჟამად პრემია "ლიტერას" ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული მე-5 წევრი დარჩა,

ცნობისთვის, ავტორები, დიზაინერები და გამომცემლები კულტურის მინისტერს, თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ. ისინი ითხოვენ დაუყოვნებლივ იქნეს გახმობილი სამინისტროს მიერ დანიშნული ჟიურის წევრი პრემია "ლიტერას" კონკურსიდან და ეჭვქვეშ აღარ დადგეს ჟიურის თვისუფლების, მიუკერძოებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხი.

ცნობისთვის, კონკურსი მანამდე დატოვა ჟიურის კიდევ სამმა წევრმა, მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა, მთარგმნელმა ოქტაი ქაზუმოვმა და კრიტიკოსმა და მწერალმა, ლელა კოდალაშვილმა დატოვა.

მანამდე კი, კონკურს "ლიტერას" თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო კონკურსანტების ნაწილი გამოეთიშა. კონკურსს უკვე გამოეთიშნენ მწერლები, პოეტები და დიზაინერი: ტორესა მოსი, ჯაბა ზარქუა, მათე სარალიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ქაშიაშვილი, თეონა ჭანიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ელენე კვირკველია, ზვიად კვარაცხელია, ნათია გიორგაძე, ირინა ტაბაღუა, ანდრო დადიანი, ნინო სამყურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი შონია, ეკა ქევანიშვილი და დიზაინერი ნატალია ავალიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system