თავში

კონტროლის გასამკაცრებლად კახეთში საპოლიციო პოსტების მოწყობა იგეგმება

კონტროლის გასამკაცრებლად კახეთში საპოლიციო პოსტების მოწყობა იგეგმება
კონტროლის გასამკაცრებლად კახეთში საპოლიციო პოსტების მოწყობა იგეგმება

კახეთის რეგიონში კონტროლის გაძლიერების მიზნით, მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან საგუშაგოების მოწყობა იგეგმება. მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებულ მგზავრებს თერმოსკრინინგს ჩაუტარებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

„ზედამხედველობის გაძლიერების საკითხი აქტიურად განიხილება და უახლოეს დღეებში კიდევ იქნება შეხვედრა, საპოლიციო კონტროლის გამკაცრების შესახებ. ვფიქრობთ, მოვაწყოთ საპოლიციო პოსტები, სადაც ერთი მუნიციპალიტეტიდან მეორეში გადასასვლელად, მოქალაქეს თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში 11 საკარანტინო ზონაა გახსნილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system