თავში

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა
მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობა დატოვა. ბრძანებას ხელს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აწერს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე იაკობმაც დაუდასტურა.

„ვიყავი მოსული სპეციალურად, რომ მენახა უწმინდესი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მეთქვა. მივიღე გადაწყვეტილება გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება. თუმცა, ვრჩები ეპარქიაში“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, მეუფე იაკობის გადადგომას წინ მისი სკანდალური განცხადებები უძღოდა. 

სასულიერო პირის თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარია და სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system