თავში

კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად გამოცდაზე მყოფების ტესტის პასუხი ცნობილია

კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად გამოცდაზე მყოფების ტესტის პასუხი ცნობილია
კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად გამოცდაზე მყოფების ტესტის პასუხი ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად იმყოფებოდნენ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მისივე თქმით, აღნიშნული აბიტურიენტები გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების დაცვით, ჩვეულებრივ აგრძელებენ საგამოცდო პროცესში მონაწილეობას.

„იმ ცხრა აბიტურიენტს, რომლებიც განთავსებული იყვნენ საგამოცდო სექტორში ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად, საბედნიეროდ, არ დაუდასტურდათ ინფექცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უსაფრთხოების ზომები, რაც გვქონდა მიღებული, ნამდვილად მუშაობს. რაც შეეხება იმ აბიტურიეტს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ის ახლა გადის შესაბამის მკურნალობას და ვერ მონაწილეობს საგამოცდო პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენ მისთვის წელს განმეორებითი გამოცდების დანიშვნის შესაძლებლობა არ გვაქს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, აბიტურიენტს, რომელიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

ინფიცირებულ აბიტურიენტთან კონტაქტში კიდევ 9 აბიტურიენტი და დამკვირვებელი იმყოფებოდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system