თავში

კორონავირუსით თბილისში 17 წლის გოგო გარდაიცვალა

კორონავირუსით თბილისში 17 წლის გოგო გარდაიცვალა
კორონავირუსით თბილისში 17 წლის გოგო გარდაიცვალა

თბილისში 17 წლის გოგონა კორონავირუსით გარდაიცვალა. ოჯახმა მისი კლინიკამდე მიყვანა ვერ მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ,,მთავარი" ავრცელებს.

გარდაცვლილი გოგონა მეთორმეტე კლასში იყო.

დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 260 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 147 636-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 947 პაციენტი და საერთო რაოდენობა 124 568-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 45 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 387 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system