თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი შიდა გადაცემაა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი შიდა გადაცემაა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი შიდა გადაცემაა

ხუთი ახალი შემთხვევიდან ერთი შიდა გადაცემის შემთხვევაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევბიდან ყველას კონტაქტი ცნობილია.

,,დღევანდელი მონაცემებით 5 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, იყო 958 და გახდა 963. გამოჯანმრთელდა მხოლოდ სამი პაციენტი, იყო 838 და გახდა 841. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 107 პაციენტი. 5 ახალი შემთხვევიდან ოთხი არის იმპორტირებული, ოთხიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო ერთი საკარანტინო ზონიდან გადმოყვანილი შემთხვევაა. მეხუთე შემთხვევა კი ჩვენი კონტაქტის კონტაქტია, ანუ ეს ერთი არის შიდა გადაცემა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციური საავადმყოფოდან 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერეს, ხოლო ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში 22 პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია და დაავადება პროგრესირებას არ განიცდის. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 963 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 3-მა ადამიანმა დაამარცხა და განკურნებულთა რაოდენობა 841-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system