თავში

"კორონას მორიგი დარტყმა - უსაზღვროდ ვწუხვარ და განვიცდი" - ნიკოლოზ რაჭველი

"კორონას მორიგი დარტყმა - უსაზღვროდ ვწუხვარ და განვიცდი" - ნიკოლოზ რაჭველი
კორონას მორიგი დარტყმა - უსაზღვროდ ვწუხვარ და განვიცდი - ნიკოლოზ რაჭველი

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

კომპოზიტორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ცნობილი ქართველი მგალობელის ლია სალაყაიას გარდაცვალებას ეხმაურება. 

"უსაზღვროდ ვწუხვარ და განვიცდი ლია სალაყაიას გარდაცვალებას.

სასულიერო მუსიკის წრემ კარგად იცის მისი ღვაწლის შესახებ, მაგრამ ქალბატონი ლიას უსაზღვრო თავმდაბლობის გამო ფართო საზოგადოებამ შესაძლოა ნაკლებად.

ერთი წინადადებით შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ის იყო მოსიარულე წმინდანი!

ისე როგორც ლია სალაყაია ქართულ გალობას, ახალგაზრდობას, სამშობლოს და ქრისტიანობას ემსახურა, არც კი ვიცი ჩვენს ეპოქაში მოიძებნებიან თუ არა მსგავსნი...

უდიდეს სევდასთან ერთად განსაკუთრებული მადლიერებით ვარ სავსე, რომ ბევრი საუკეთესო მოგონება მაკავშირებს მასთან, სწორედ მისი დამსახურებით გავაცნობიერე რა დიდი მუსიკალური მემკვიდრეობა დაგვიტოვეს ღირსეულმა წინაპრებმა, გენიოსებმა, ვინც ქმნიდნენ დედამიწის მასშტაბის შედევრებს - ქართულ საგალობლებს...

ლია სალაყაია სამოთხის სამოთხეში დაიმკვიდრებს სასუფეველს და ახლა მას ვავედრებ ჩვენს სულებსა და ჩვენს სამშობლოს.

და ესეც კორონას მორიგი დარტყმა...", - წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში

კორონავირუსს ცნობილი ქართველი მგალობელი ლია სალაყაია ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system