თავში

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი მაჩვენებელი კვლავ თბილისში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისში კორონავირუსის 1705 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

ცნობისთის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 033 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 143 376-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი და საერთო რაოდენობა 121 621-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 39 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 342 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system