თავში

კორონავირუსის შემთხვევათა განაწილება რეგიონების მიხედვით

კორონავირუსის შემთხვევათა განაწილება რეგიონების მიხედვით
კორონავირუსის შემთხვევათა განაწილება რეგიონების მიხედვით

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა, აჭარა - 33, იმერეთი - 121 , ქვემო ქართლი - 27, შიდა ქართლი - 52, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 16, სამცხე-ჯავახეთი -23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 369, აჭარაში - 208, იმერეთში - 546“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  სულ ქვეყანაში, ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე აღრიცხულია კორონავირუსის 256287 შემთხვევა.

გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი. სულ ქვეყანაში ვირუსისგან განკურნებულია 246459 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 19 პაციენტი, ჯამში საქართველოში, ვირუსს ემსხვერპლა 3127 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system