თავში

კორონავირუსის 144 შემთხვევა აჭარაში - ინფიცირების წყაროები ცნობილია

კორონავირუსის 144 შემთხვევა აჭარაში - ინფიცირების წყაროები ცნობილია
კორონავირუსის 144 შემთხვევა აჭარაში - ინფიცირების წყაროები ცნობილია

აჭარაში კორონავირუსის 144 შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

ნონა ეფაძის თქმით, შემთხვევების უმეტესობა უკვე დაინფიცირებული პაციენტების კონტაქტებია, რომლებიც იზოლირებაში იმყოფებოდნენ.

"აჭარაში ჩატარდა 4000-ზე მეტი PCR-ტესტირება აქედან გამოვლენილი ახალი შემთხვევაა 144. შემთხვევათა უმეტესი წილი ისევ და ისევ უკავშირდება ძველი გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებს, რომლებიც იყვნენ თვითიზოლაციაში და მათ მიზნობრივად ჩაუტარდათ ტესტირება. ისინი არიან ე.წ უკვე განსაზღვრული მინი კლასტერებისა და სხვადასხვა დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. საკარანტინე სივრციდან აგრეთვე გახლავთ ორი შემთხვევა. ამ დროისთვის, კლინიკაში 321 პაციენტი მკურნალობს,"- განაცხადა ეფაძემ.

შეგახსენებთ,საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758-მდე გაიზარდა.გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და ჯამში 1412-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system