თავში

კორონავირუსი 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა

კორონავირუსი 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა
კორონავირუსი 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირების გამო, ეროვნულ გამოცდებზე დღეს 30-მდე აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"6 ივლისს აბიტურიენტები ინგლისური და რუსული ენების გამოცდას აბარებენ.

დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. 

დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა. დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი - ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან და გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ.

დამატებითი სესია დაინიშნება იმ 80 - მდე აბიტურიენტისთვისაც, რომლებმაც ანალოგიური მიზეზის გამო ვერ შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასვლა.

საგამოცდო პროცესი პირველ ივლისს დაიწყო და ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს. დაფიქსირდა ერთი ფაქტი, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა. 

შესაბამისად, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა - აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.

ხვალ უცხოური ენების გამოცდა ისევ ორ სესიად ჩატარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი წარმატებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს!", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system