თავში

კორონავირუსი საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა - LIVE

კორონავირუსი საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა - LIVE
კორონავირუსი საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა - LIVE

კორონავირუსი საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 1 მარტს შევიდა და მას კორონავირუსული ინფექცია გუშინ ღამით, ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შემდეგ, დაუდასტურდა. 

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პაციენტმა თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურითა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით. აღნიშნულ მოქალაქეს, იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

გამყრელიძის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა, სხვა დადასტურებულ შეთმხვევებთან შედარებით, მეტად საყურადღებოა. 

მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი 20-მდე პირი, მათ შორის თვითმფრინავის თანამგზავრები და ოჯახის წევრები. მათზე მიმდინარეობს დაკვირვება. 

საქართველოში უკვე 4 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. პირველად ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

გუშინ, კი, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

სართო ჯამში, დაკვირვების ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. 

საკარანტინო დაწესებულებაში რჩება 162 ადამიანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system