თავში

კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლესაც დაუდასტურდა

კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლესაც დაუდასტურდა
კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლესაც დაუდასტურდა

კორონა ვირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ქალბატონ ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ანა თოფურია, მეუღლის მსგავსად სახლში მკურნალობს, რადგან მას სიმპტომები არ აღენიშნება. 

"ქალბატონ ანა თოფურიას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა.

ამ დროისთვის თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია.

თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა

ამასთან, თვითიზოლაციაში იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system