თავში

კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოშია

კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოშია
კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტები საქართველოშია

საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დამატებითი დოზები ჩამოვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Hetero Biopharma Limited-ის წარმოებული 2000 დოზა "ტოცილიზუმაბი" და Roche-ს მონოკლონური ანტისხეულები - 500 დოზა "რონაპრივი" (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) უკვე საქართველოშია.

"მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის "COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის" დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა.

2000 დოზა "ტოცილიზუმაბი"  და 500 დოზა "რონაპრივი" სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.

Hetero Biopharma Limited-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც ტოცილიზუმაბის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო.

ტოცილიზუმაბი აქტიურად გამოიყენება COVID-19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

შეგახსენებთ, Roche-ს მონოკლონური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო.

Roche-ს მონოკლონურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system