თავში

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა - ინფიცირების წყარო უცნობია

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა - ინფიცირების წყარო უცნობია
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა - ინფიცირების წყარო უცნობია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღის ბოლოს კიდევ გაიზარდა და 827 გახდა. მონაცემები stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

რამდენიმე საათით ადრე შემთხვევების მატებაზე განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ 5 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, კორონავირუსი  690-მა პაციენტმა დაამარცხა. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system