თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბოლნისში

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბოლნისში
კორონავირუსის ახალი შემთხვევა ბოლნისში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული პირი სოფელ გეტადანაა. აღნიშნულ სოფელში სულ 5 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 

ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 48 საკვლევი ნიმუში, მათგან 36 გეტადან, სამი სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან, შვიდი თვითიზოლაციაში მყოფი პირებიდან, ხოლო ორი ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტებიდან.

ამ დროისთვის ბოლნისში 122 დადასტურებული შემთხვევაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system