თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად ბოლნისიდანაა

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად ბოლნისიდანაა
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად ბოლნისიდანაა

"გაზრდილი შემთხვევები ძირითადად არის ბოლნისის რაიონიდან", ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. 

მისი თქმით,  შეუძლებელია იმის თქმა ბოლო პერიოდში კორონავირუსით იფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეზღუდვების მოხსნასთან იყოს დაკავშირებული.

გაზრდილი შემთხვევები ძირითადად არის ბოლნისის რაიონიდან. ეს არის ბოლნისის რაიონში არსებული კონტაქტები. წყაროს შიგნით ხდება ეს. ამიტომ შეუძლებელია თქმა, რომ შეზღუდვების მოხსნის გამო არის ეს ზრდა. ძირითადად ორ სოფელში ხდება ახალი პაციენტების მოძიება და მათი დიაგნოსტირება. მათი დაკარგვა უფრო საშიში იქნებოდა. რთულია მათთან, მოსახლეობასთან კონტაქტი და მოძიება, თუმცა მაინც ხდება და კარგია. ეს არ არის მრავალმოსახლე სოფლები და ამ სოფლების თავიდან ბოლომდე გამოკლევა რთული არაა. უბრალოდ დრო სჭირდება. მთავარია, რომ ბოლნისის გარეთ არ გადის“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system