თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ

კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ
კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ

კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაინფიცირებული პაციენტების ოჯახის წევრებს დაუდასტურდათ- ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძის განცხადებით მათ იმოგზაურეს იტალიაში და კვირას დაბრუნდნენ საქართველოში. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევის შესახებ. 

ამირან გამყრელიძის თქმით მიმდინარეობს მუშაობა იმ ადამიანთა წრის დასადგენათ ვისთანაც დაინფიცირებულებს შემხებლობა ჰქონდათ. 

ამირან გამყრელიძის განცხადებით ხუთვე ინფიცირებული კავშირშია იმ პირთან, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი. სწორედ ამ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ დაინფიცირებულები იტალიაში სამოგზაუროდ. 

"ისინი ერთი კლასტერის წარმომადგენლები არიან,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system