თავში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1351 შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 445 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, 369 შემთხვევა აჭარის რეგიონში გამოვლინდა. 

"თბილისში დაფიქსირებულია 445 შემთხვევა, აჭარის რეგიონში - 369, იმერეთში - 295, ქვემო ქართლში - 76, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 66, მცხეთა-მთიანეთში - 23, შიდა ქართლში - 23, კახეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, გურიაში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1. 

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა გვაქვს 11033, აქედან 3071 ადამიანი მკურნალობას გადის საავადმყოფოებში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში გადანაწილებულია 1520 პირი, აჭარაში კი მკურნალობს 637 პაციენტი" - განაცხადა სიჭინავამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 21 208-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9003-ს შეადგენს.

გარდაცვლილია 172 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system