თავში

კორონავირუსის გამო ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

კორონავირუსის გამო ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა
კორონავირუსის გამო ჩინეთიდან საქართველოში ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დეკორატიული კუ და დეკორატიული თევზების იმპორტი ხორციელდებოდა.

როგორც გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აკრძალვა ძალაში დარჩება იმ დრომდე სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (OIE) ჩინეთს კორონავირუსისგან თავისუფალ ზონად გამოაცხადებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system