თავში

კორონავირუსის გამო თბილისში 37 ბაღი დაიხურა

კორონავირუსის გამო თბილისში 37 ბაღი დაიხურა
კორონავირუსის გამო თბილისში 37 ბაღი  დაიხურა

თბილისში კორონავირუსის გამო 37 ბაგა-ბაღი 10 სამუშაო დღით დაიხურა - ამის შესახებ Report.ge-ს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

უწყების ცნობით, შესაძლოა დღის ბოლოს დახურული ბაღების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. 

"ბოლო მონაცემებით 37 ბაგა-ბაღია დაკეტილი, მაგრამ შესაძლოა დღის ბოლოს კიდევ დაემატოს რაოდენობა. დახურული ბაღები გადადიან კარანტინში 14 დღის, ანუ 10 სამუშაო დღის განმავლობაში, შემდეგ კვლავ იხსნება ეს ბაღები. COVID-19-ის ერთი ფაქტიც რომ დადასტურდეს ბაღი მთლიანად იხურება სკოლებისგან განსხვავებით, სკოლებში მხოლოდ კლასი იხურება, ან კონტაქტში მყოფი ხალხი გადადის იზოლაციაში და ჩვენ მთელ ბაღს ვხურავთ",- განუცხადეს ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოში report.ge-ს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system