თავში

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველო თურქეთთან ითანამშრომლებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველო თურქეთთან ითანამშრ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველო თურქეთთან ითანამშრომლებს

თურქეთი და საქართველო კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხდნენ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერან ოზგანთან შეხვედრისას ისაუბრა. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებსაც ორი ქვეყნის მთავრობა მიმართავს დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. აღინიშნა ვირუსის გავრცელების შემდგომი პრევენციისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის აუცილებლობა. მაღალი შეფასება მიეცა ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system