თავში

კორონავირუსის მორიგი რეკორდი საქართველოში - ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - VIDEO

კორონავირუსის მორიგი რეკორდი საქართველოში - ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - VIDEO
კორონავირუსის მორიგი რეკორდი საქართველოში - ვინ არიან ახალი ინფიცირებულები - VIDEO

კორონავირუსით ინფიცირებულთა მონაცემებით კვლავ აჭარა ლიდერობს - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში გამოვლინდა. 

"დაემატა 227 ახალი შემთხვევა, კვლავ ლიდერობს აჭარა, აჭარის რეგიონში გვყავს165 ახალი კოვიდინფიცირებული, შედარებით ნაკლებია თბილისში - 34 პაციენტი, რუსთავში არის 4, იმერეთში არის სულ 14 შემთხვევა და აქედან 2 არის თერჯოლა, ხოლო 12 - ქუთაისი, გურიაში გვაქვს 4 შემთხვევა, დუშეთში გვაქვს1 შემთხვევა, ხოლო ზუგდიდში გვყავს 2 ახალი კოვიდინფიცირებული. ძირითადად ასეთია ახალი შემთხვევების განაწილება" - განაცხადა მარინა ენდელაძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 4140-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 69-ით გაიზარდა და ჯამში 1643-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 24 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system