თავში

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ დედაქალაქში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა. 

კერძოდ, 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 249, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 95, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი.

გარდაიცვალა 15 პაციენტი. სულ, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 973-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system