თავში

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი მაჩვენებელი კვლავ თბილისში დაფიქსირდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თბილისში ინფიცირების 1622 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემოქართლი-187, შიდაქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემოსვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმიდაქვემოსვანეთი-4" - განაცხადა სიჭინავამ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 216 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 135 584-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 937 პაციენტი და საერთო რაოდენობა 113 986-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 37 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 267 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system