თავში

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარაში დაფიქსირდა

კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარაში დაფიქსირდა
კორონავირუსის ყველაზე მეტი  შემთხვევა კვლავ აჭარაში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის გუშინ გამოვლენილი 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარაში დადასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

„554 ახალი შემთვევიდან აჭარაში კვლავ ყველაზე მეტია და 370 შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისში 65 შემთხვევა დარეგისტრირდა, იმერეთში 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში 28 პაციენტია, ქვემო ქართლში 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მცხეთა-მთიანეთში 4 და კახეტში გახლავთ 1 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system