თავში

კორონავირუსის რამდენი ტესტი ტარდება ყოველდღიურად საქართველოში

კორონავირუსის რამდენი ტესტი ტარდება ყოველდღიურად საქართველოში
კორონავირუსის რამდენი ტესტი ტარდება ყოველდღიურად საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის 9-10 ათასი ტესტი ტარდება. 

მისივე განმარტებით, ეპიდემიის ამ მასშტაბებისთვის ეს სრულად საკმარისია და ამ მიმართულებით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. 

"გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში. 1 მილიონ მოსახლეზე გვაქვს 213 000-დან 214 000-მდე საერთო ტესტირების მაჩვენებელი. ყოველდღიური გვაქვს  9-10 ათასის ფარგლებში, რაც ეპიდემიის ამ მასშტაბებისთვის კარგია, მაგრამ ნუ მივეცემით ნურც პანიკას ერთის მხრივ და ნურც დამშვიდებას", - განაცხადა გამყრელიძემ. 

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი და გარდაიცვალა 5.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system