თავში

კორონავირუსის საფრთხეზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა - VIDEO

კორონავირუსის საფრთხეზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა - VIDEO
კორონავირუსის საფრთხეზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა - VIDEO

ჯანდაცვის სამინისტროში კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებისგან დეტალურად მოვისმენ ანგარიშს და აქვე ვთანხმდებით, რომ პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების შეუფერხებელი ჩატარებისათვის უწყებათა შორის კოორდინაცია იქნება მუდმივი და აქტიური. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა რასაც ჩვენი ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურები აბსოლუტურად მობილიზებული ხვდებიან. მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ არ არსებობს პანიკის საფუძველი და მათი ინფორმირება ხდება შეუფერხებლად," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ვირუსის გლობალური ტენდენციების და ქვეყანაში ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system