თავში

მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა - გამყრელიძე

მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა - გამყრელიძე
მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების ზრდა - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ზრდის ტენდენცია გლობალურია და ეს საქართველოზეც აისახება.

გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, როგორც დღევანდელ ვითარებაში ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება.

„უნდა ველოდოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდა იქნება, რადგან ეს ტენდენცია გლობალურია და მას მარტო საქართველო ვერ შევაჩერებთ. ჩვენ კიდევ კარგა ხანს უნდა ვიცხოვროთ კოვიდთან ერთად, სულ მცირე წელიწადი, წელიწადნახევარი. უნდა მივეჩვიოთ, რომ პირბადე გახდება ჩვენი თანაცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორც ცხვირსახოცი გვიდევს ჯიბეში. პირბადე უნდა გვქონდეს სახეზე, რადგან ამაზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი ვერ გამოიგონა მედიცინამ.

სერიოზული პროგრესია ვაქცინების კვლევებში, წამლებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ არც ერთი დამტკიცებული არ არის და ეფექტურობა ცნობილი არ არის. ცნობილია პირბადის ეფექტურობა – თუ ყველას გვიკეთია პირბადე, გავრცელების მაჩვენებელი 50-დან 70 პროცენტამდე მცირდება, ხოლო ორ ადამიანს შორის ურთიერთობის დროს გადადების რისკი 90 პროცენტით მცირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ბოლო 24 საათში 6 პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთა რაოდენობა 178-ს შეადგენს.

დადასტურდა კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 22 803-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 398 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 401-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system