თავში

კორონავირუსის სიმპტომებით, აფხაზეთიდან ქუთაისში ორსული გადაიყვანეს

კორონავირუსის სიმპტომებით, აფხაზეთიდან ქუთაისში ორსული გადაიყვანეს
კორონავირუსის სიმპტომებით, აფხაზეთიდან ქუთაისში ორსული გადაიყვანეს

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" ცხელების ცენტრში აფხაზეთიდან, კატასტროფის ბრიგადამ კორონავირუსის სიმპტომებით, 32 წლის ორსული ქალი შეიყვანა. 

კლინიკის ხელმძღვანელის მამუკა მიქაძის თქმით, დაახლოებით 30-31 კვირის ორსული კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში შევიდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისთვის აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება. ამ დროისათვის პაციენტი რეანიმაციაში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ახალშობილი ბავშვთა რეანიმაციაში იმყოფება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

პაციენტის ლაბორატორიული კვლევის პასუხს კორონავირუსზე დღეს ელოდებიან. 

კლინიკა "ბომონდის" ცხელების ცენტრში ამ ეტაპზე 5 საეჭვო პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. მათი ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სახლებიდან, ნაწილი კი კატასტროფის ბრიგადებმა საავადმყოფოებიდან გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 539 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი.

ინფორმაციისთვის, 539 ადამიანიდან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system