თავში

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული: ორი კვირა ჯოჯოხეთად მიქციეს

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული: ორი კვირა ჯოჯოხეთად მიქციეს
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული:  ორი კვირა ჯოჯოხეთად მიქციეს

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ქეთი თოდუა ამბობს რომ იმ დროს როდესაც ის Covid-19-ს ებრძოდა, ბულინგის მსხვერპლი გახდა.

"ჩემზე როცა გაიგეს კორონათი დაინფიცირებული ვიყავი და თან ის, რომ გაიგეს ეკლესიაში ვიყავი, ვეზიარე, რას მიზამდნენ ჟურნალისტები, ხომ ხვდებით! ის ორი კვირა მართლა ჯოჯოხეთად მიქციეს, მე ჩემი გაჭირვება მყოფნიდა და ამათი მოგერიებით ძალა არ მყოფნიდა! დედას და ჩემს შვილს ყოველდღე სახლში უვარდებოდნენ ჟურნალისტები! ადამიანები მლანძღავდნენ მკვლელს მიწოდებდნენ, მაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ მე ეკლესიაში ვიყავი. ახლა სად არიან ეს ადამინები, როცა სიმართლე გაიგეს რომ მე არავისთვის არაფერი გადამიდია?! ზიარებით არცერთი ადამიანი რომ არ დაიმფიცირებულა! ეხლა რატო არ მივარდებით სახლში, რატო არ აკეთებთ ამაზე სიუჟეტს? რატო არ მირეკავთ? ნუთუ, გეწყინათ ყველა ჯამრთელად რომ არის?! "- წერს ქეთი თოდუა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system