
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი და საერთო რაოდენობა 81 783-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 824 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 100 684-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა 927 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.