თავში

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტებს განმეორებითმა ტესტირებამ უარყოფითი პასუხი დაუფიქსირა.

"ორ პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შედეგები უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დღეს დატოვებენ კლინიკას. გუშინ ქვეყანაში იყო 16 გამოჯანმრთელებული. აქედან 15 იყო ჩვენი. ამ 15-ს ახლა დაემატება ორი და იქნება 17 გამოჯანმრთელებული ჩვენს ცენტრში და ჯამში - 18. ამ 17-დან 2 ბავშვია", - განაცხადა ეზუგბაიამ. 

მისი თქმით, კლინიკაში განთავსებული ხუთი ბავშვიდან აღნიშნული პაციენტები ბინაზე გადავლენ, ხოლო ინფექციურში სამი არასრულწლოვანი დარჩება. ეზუგბაიას თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 შემთხვევაა დადასტურებული.  აქედან, გამოჯანმრთელებულია 18. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 4 695, ხოლო სტაციონარში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - 231. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system