
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ოთხით გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 111 პაციენტი.
საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის სულ 420 შემთხვევა. გარდაცვლილია 5 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმშია 5223, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 584 ადამიანი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.