თავში

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

ბოლო ერთ საათში, stopcov.ge-ზე კვლავ განახლდა მონაცემები საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა შესახებ. ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, COVID-19 ქვეყანაში კიდევ 10-მა პაციენტმა დაამარცხა, დილით ეს რიცხვი სამს შეადგენდა. მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ამ დროისათვის, კორონავირუსი სულ 1253-მა ადამიანმა დაამარცხა. 

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ქვეყანაში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათი რაოდენობა 1510 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5828 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system