თავში

კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, პირველადი შედეგებით, კორონავირუსისგან კიდევ ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია Report.ge-ს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, ხუთივე მათგანზე განმეორებითი ტესტის პასუხებს დილით ელოდებიან, რაც შეეხება პირველ ტესტს, ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ირკვევა აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია, მათგან სამი კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 254 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system