თავში

კორონავირუსით 8 თვის ორსული გარდაიცვალა

კორონავირუსით 8 თვის ორსული გარდაიცვალა
კორონავირუსით 8 თვის ორსული გარდაიცვალა

კორონავირუსით 8 თვის ორსული გარდაიცვალა. ჩვილის გადარჩენა საკეისრო კვეთის საშუალებით მოხერხდა, თუმცა კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. 

ქალი ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილი იყო, რომელიც კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მუშაობდა. კლინიკის დირექტორი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი მდგომარეობა რამდენიმე კვირის განმვალობაში დამძიმებული იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. 

ქალი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდა. აქ აცხადებენ, რომ ნაცვლიშვილი მათთან 3-4 კვირის წინ მიიყვანეს. 

"ჩვენთან გადმოყვანის დროს მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო. თავიდან უმკურნალეს კონსერვატიულად, შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხრდა", - განგვიცხადეს კლინიკაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system