თავში

კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა

კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა
კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი არ გამოჯანმრთელებულა

პირველი პაციენტი, რომელსაც ლაბორატორიულად კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის მკურნალობის 14 დღიანი ვადა გასულია არ გამოჯანმრთელებულა. როგორც დაავადებათა კონრტოლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ჩატარდა განმეორებითი ტესტი და აღნიშნულ პაციენტს კორონავირუსი კვლავ უფიქსირდება.

"ცენტრის მიერ მოხდა პირველი შემთხვევის განმეორებითი ტესტირება. ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, ვირუსული დატვირთვა შემცირებულია, თუმცა მაინც დადებითია,"- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

პირველი პაციენტის შესაძლო გამოჯანმრთელების შესახებ განცხადება პაატა იმნაძემ გააკეთა. მისი თქმით 14 დღიანი ვადა გასულია და შესაძლოა ხვალ გამოჯანმრთელების პირველი შემთხვევა გვქონდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system