თავში

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, ბოლო 24 საათში, კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა. სულ, ქვეყანაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 307 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე განახლდა.

დადასტურდა კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 38 936-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი და საერთო რაოდენობა 22 691-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system