თავში

კორონავირუსით ინფიცირებული 420 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

კორონავირუსით ინფიცირებული 420 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
კორონავირუსით ინფიცირებული 420 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ინფიცირების 27 434 აქტიური შემთხვევიდან, 1 066  პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, - ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 420 პირი იმყოფება.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 994, აჭარაში – 1 035, იმერეთში – 1 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 157, იმერეთში – 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 88, იმერეთში – 48. 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 – თბილისში, 1 942 – აჭარაში, 428 – იმერეთში. 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", - აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.  

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 321 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 162 475-მდე გაიზარდა

გარდაიცვალა 42 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 1 504 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system