თავში

კორონავირუსით ინფიცირებული 78 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

კორონავირუსით ინფიცირებული 78 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა
კორონავირუსით ინფიცირებული 78 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

11 033 მიმდინარე აქტიური შემთხვევიდან 3 071 მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის, საიდანაც  372 მძიმე პაციენტია, - ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ განაცხადა.

ბერდია სიჭინავას ინფორმაციით,  მძიმე პაციენტებიდან ყველაზე მეტი თბილისსა და აჭარის რეგიონში მკურნალობს - 186 თბილისში, 75 კი აჭარის რეგიონში.

 მართვით სუნთქვაზე მყოფი 78 პაციენტიდან ყველაზე მეტი, 52 პაციენტი თბილისშია, ხოლო აჭარის რეგიონში 11.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში, კორონავირუსის  1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 21 208-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 14, სულ გარდაცვლილია 172 ადამიანი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსისგან 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system