თავში

კორონავირუსით ინფიცირებული ნინო წილოსანი ვიდეომიმართვას ავრცელებს - VIDEO

კორონავირუსით ინფიცირებული ნინო წილოსანი ვიდეომიმართვას ავრცელებს
კორონავირუსით ინფიცირებული ნინო წილოსანი ვიდეომიმართვას ავრცელებს - VIDEO

"ქართული ოცნების" წევრი და დეპუტატობის კანდიდატი ნინო წილოსანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და თვითიზოლაციაში იმყოფება, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს. 

წილოსანის თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, რაც კორონავირუსით გამოწვეული სიმპტომები აღარ აწუხებს. 

"ვიცი, რომ ბევრს გაინტერესებთ ჩემი მდგომარეობა, განსაკუთრებით კოვიდის მიმდინარეობა. მას მერე, რაც დამიდასტურდა კოვიდი, გავიდა 9 დღე. ის სიმპტომები, რაც თავდაპირველად აღმენიშნებოდა - სიცხე, ხველა, კუნთების, სახსრების ტკივილი უკვე სამი დღეა არ აღმენიშნება. ასევე შევიმოწმე ფილტვები და სუფთაა, რაც ძალიან მახარებს. ამასთან, პროტოკოლის თანახმად, მეთოთხმეტე დღეს შესაძლებლობა მექნება იზოლაციიდან გავიდე, რაც ძალიან მახარებს, რადგან შემიძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება საარჩევნო უბანზე. თუმცა მათ, ვინც არჩევნების დღეს თვითიზოლაციაში იქნებით, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, თქვენ, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით იზოლაციაში ან კარანტინში, 26 ოქტომბრის ანუ დღევანდელი დღის ჩათვლით თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ცესკო-ს ცხელ ხაზზე, მოითხობვოთ გადასატანი ყუთი და 31 ოქტომბერს გადასატანი ყუთის მეშვეობით მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში" - წერს წილოსანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system