თავში

კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდა

კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდა
კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდა

"საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის პირველწყაროს დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა,"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირების მომატებული შემთხვევების ფონზე, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დაწესებული შეზღუდვები პირნათლად დაიცვას.

"24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 25 ახალი შემთხვევა. კარგია, რომ შემთხვევების უმრავლესობა არის გამოკვლეული და ცნობილი წყაროდან, თუმცა რჩება ორი ინფიცირებული, რომლის წყაროზეც ჯერ ეპიდკვლევა მიმდინარეობს. როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში სიტუაცია მერყევია. ამგვარი ეპიზოდური მატების მაჩვენებელი ცალსახად მიუთუთებს იმას, რომ რისკი "კოვიდთან" დაკავშირებით რჩება კვლავაც მაღალი. ამიტომ, მოდუნებისა და მაკონტროლებელი ღონისძიებების შერბილების საფუძველი ჯერ არ გვაქვს, რაც მიუთითებს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს ტესტირების აქტივობები და ასევე, ის დამატებითი ღონისძიებები, რაც ასეთ ცხელ კერებში გვიწევს, რომ გავატაროთ დამატებით ლოკალიზებული საკარანტინე ღონისძიებების სახით. როგორც ვხედავთ, მაინც არის შემთხვევების მატების ეპიზოდები, რაც მიუთითებს რისკების არსებობაზე, ამდენად ნიღბების ტარება, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და სხვა ღონისძიებები ისევე უნდა გავაგრძელოთ, როგორც აქამდე," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system